08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
სირიაში ავიაიერიშებს მეამბოხეთა ლიდერი ემსხვერპლა

იერიშებს სირიაში მეამბოხეთა ლიდერი ემსხვერპლა. ზაჰრან ალუში, რომელიც სირიის ოპოზიციის ყველაზე ძლიერი დაჯგუფების, ჯეიშ ალ–ისლამის, მეთაური იყო, დამასკოს გარეუბანში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი დაჯგუფების ლიდერი, 90 მებრძოლი კი დაშავდა.

მეამბოხეები აცხადებენ, რომ იერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა, რომელმაც მეამბოხეთა საიდუმლო შტაბბინაზე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ რუსული ავიაცია რეგიონში მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიაციამ ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ორი ათასამდე ნავთობ–ობიექტი გაანადგურა, რამაც ISIS-ის პოზიციები რეგიონში საგრძნობლად შეასუსტა. ამას ამტკიცებს დაჯგუფება ჰესბოლაც, რომელიც აცხადებს, რომ ISIS-მა დამასკოს რეგიონიდან საკუთარი წევრების ევაკუაცია ავტობუსებით დაიწყო.

დღის ამბები