08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ტორნადოების სერია - უამინდობას შეერთებულ შტატებში 15 ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობას შეერთებულ შტატებში 15 ადამიანი ემსხვერპლა. 6 შტატს ტორნადოების სერიამ გადაუარა. ყველაზე მეტად ქარიშხალმა ალაბამა, არკანზასი, ტენესი და მისისიპი დააზარალა.

დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა კი კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

მეტეოროლოგების განცხადებით, რეგიონში 20-მდე ქარბორბალა დაფიქსირდა. ტორნადოების წარმოშობას კი ანომალურმა სითბომ შეუწყო ხელი.

ბოლო რამდენიმე დღეა, შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

ქარიშხალის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.

დღის ამბები