ალექსიძის პირველი ნომრის მოსახლეობა დავით ნარმანიას კორუფციაში ადანაშაულებს.
მათ საპროტესტო აქცია თბილისის მერის სახლთან გამართეს და 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გაპროტესტეს.
მათი ინფორმაციით, პროექტთან მერს ფინანსური დაინტერესება აკავშირებს.
მოქალაქეები დავით ნარმანიას დაშავებული სამშენებლო კოეფიციენტის შემცირებას სთხოვენ.
მათი განმარტებით, არსებული რეგულაციებით საგზაო და ეკოლოგიური პრობლემები იქმნება.
აქციის მონაწილეები ასევე კიდევ ერთი დაგეგმილი მშენებლობის ადგილას სკვერის მოწყობას ითხოვენ.