მოტოციკლებისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი შიდა სატრანზიტო ნომრები შემოდის.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსი, იმედა მაკასარაშვილი, განმარტავს, განსხვავებულია დიზაინი და დაცვის ზომები.
„2016 წლიდან მომსახურების სააგენტო განახორციელებს ახალი შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემას. ახალი სანომრე ნიშნები წარმოებს ახალი დიზაინის, ახალი ფორმის ტრანზიტულ ნომრებს, რომლებიც დაფუძნებული არის ევროპული სახელმწიფოების მიერ,“ - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
მომსახურების სააგენტომ პრეზენტაცია დღეს გამართა.
ნომრების შეცვლა 1 იანვრიდან მოხდება, ფასი კი უცვლელი რჩება.