20 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
თამაზ ურთმელიძე TV საქართველოზე დადებული ყადაღის საქმეს აჭიანურებს

რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ტელეკომპანიის იურისტები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს კანონდარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. ამჯერადაც საქმე TV საქართველოზე დადებულ ყადაღას ეხება.

ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლე ურთმელიძეს კანონით გათვალისწინებული ყველა ის ვადა აქვს დარღვეული, რომლის შესაბამისადაც მის მიერ დაუკმაყოფილებელი საჩივარი ზემდგომ ინსტანციაში უნდა გადაეგზავნა. ადვოკატები ვარაუდობენ რომ საქმის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ საქმის გაჭიანურება სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. მათი მოლოდინით TV საქართველოზე დადებული ყადაღის დოკუმენტაციას მოსამართლე ურთმელიძე ზემდგომ ინსტანციაში მხოლოდ ახალი და ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი კოლეგიების დაკომპლექტების შემდეგ გადაგზავნის.

დოკუმენტაციის გადაგზავნა, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდება, რაც სააპელაციო სასამართლო იუსტიციის საბჭოს მიერ სკანდალურად დანიშნული კადრებით, მათ შორის, ლევან მურუსიძით დაკომპლექტდება.

სასამართლო სისიტემის შეურაცხყოფის გარდა, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ კანონის მოთხოვნების ასეთი უხეში დარღვევით თავად მოსამართლე ურთმელიძის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხიც დგება.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

დღის ამბები