08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ისრაელს მასშტაბური ტერაქტებით ემუქრება.

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი აცხადებს, რომ ISIS-ის არ დავიწყებია ისრაელი და ის ყოველდღიურად უახლოვდება მის საზღვრებს.

ალ–ბაღდადის აუდიო მიმართვა დაჯგუფებამ ინტერნეტით გაავრცელა. ტერორისტების ლიდერი თავდასხმებით ისრაელთან ერთად, შეერთებულ შტატებს, ევროპასა და რუსეთსაც დაემუქრა. მისი თქმით, ყოველი იერიშის შემდეგ დაჯგუფება სულ უფრო ძლიერდება და ყველა ქვეყანა, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის მძიმე საფასურს გადაიხდის.

დაჯგუფების პოზიციებს სირიაში კოალიციის მხარდაჭერით სირიელი მეამბოხეები და ასადის არმია უტევენ. ტერორისტებმა ევფრატის დამბაზე კონტროლი დაკარგეს.

დღის ამბები