08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
79 დაკავებული - სერბეთის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსანებიც დააკავა

სერბეთის პოლიციამ კორუფციის გახმაურებულ საქმეზე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართალდამცველებმა 79 ადამიანი აიყვანეს, რომელთა შორის შინაგან საქმეთა უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები, რამდენიმე ქალაქის ყოფილი და მოქმედი მერები არიან. ისინი ფულის გათეთრებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილები.

გამოძიების ინფორმაციით, კორუფციულმა გარიგებებმა, რომლებშიც დაკავებულები მონაწილეობდნენ, ქვეყანას 70 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამ საქმეზე პოლიცია კიდევ 5 ეჭვმიტანილს ეძებს.

დღის ამბები