08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ავარია ჩინეთის თაბაშირის მომპოვებელ მაღაროში - დაღუპულია ერთი პირი

ავარია მოხდა ჩინეთის თაბაშირის მომპოვებელ მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, 17 კი - მიწის ქვეშაა ბლოკირებული. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა მხოლოდ 14 მაღაროელის ადგილმდებარეობა იციან, დანარჩენ სამთან კი კონტაქტის დამყარებას ვერ ახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული მაღაროს მფლობელმა თავი მოიკლა. ჩინეთის კანონმდებლობით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის მფლობელებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯონ. წინასწარი ცნობით, მაღაროში გრუნტი ჩაინგრა.

დღის ამბები