20 ნოემბერი 2024,   10:15
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბათუმში - მოქალაქეები ბულვარის ახალ კონცეფციას ეწინააღმდეგებიან

ბათუმის მცხოვრებლებმა ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილის მიმდინარეობა გააპროტესტეს. მათ განაცხადეს, რომ ე.წ. შუა ხაზი ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაუქმდება და ახალი კონცეფციის მიხედვით მესამე ზოლში კაფე-ბარები განთავსდება.

აქციის ორგანიზატორებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. 10 ათასი ხელმოწერის შემდეგ აქციის ორგანიზატორები მოთხოვნებს მთავრობას წარუდგენენ. 

დღის ამბები