20 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
რუსთავი 2-ის სიუჟეტები, რომლებმაც ადამიანთა ცხოვრება შეცვალა

რუსთავი 2-ის სიუჟეტები, რომლებმაც ადამიანთა ცხოვრება შეცვალა. 2015 წლის განმავლობაში პოსტსკტიპტუმის საეთერო დროის დიდი ნაწილი სწორედ იმ პრობლემებს შეეხებოდა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ. მათ შორის არის ელექტროენერგიის ტარიფი, უგზოობა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, მუქარა, ცემა, დაშინება. 

პოსტსკტიპტუმის მიერ გაშუქებულ ამბებზე კი წლის განმავლობაში ხელისუფლება რეაგირებდა და პრობლემები მეტნაკლებლად გვარდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი 13 ივნისის სტიქია იყო, მაშინ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სასმახურის თანამშრომლებმა დახმარება გაუწიეს მოქალაქეებსაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. რუსთვი 2-იყო პირველი ტელევიზია, რომელმაც პირველივე წუთებიდან მომხდარი ეთერში გადმოსცა და დღემდე ამ თემაზე აკეთებს სიუჟეტებს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. 

ამასთან რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტების შედეგად სასწავლო პროცესი უფრო კარგ გარემოში მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. პოსტსკტიპტუმის ჟურნალისტები რამდენიმე კვირის განმავლობაში მანამდე აშუქებდნენ მოუგვარებელ პრობლემებს, სანამ მის მოგვარებას ხელისუფლება არ დაიწყებდა. ასეთია ერთ-ერთი სოფელი, რომლის გაზიფიცირებაც სიუჟეტის შემდეგ მოხდა. 

პოსტსკრიპტუმის ეთერში გასული ასეთი ტიპის სიუჟეტებს თეა ადეიშვილმა გადახედა. 

დღის ამბები