ახალ 2016 წელს რუსთავი 2 კვლავ პირადპირ ეთერში თქვენთან ერთად შეხვდება. 31 დეკემბერს ყველაზე პოპულარუი ტელეკომპანია 100 % ქართულ კონცერტს შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში.
"ყველაფერი ქართული შინაარსობრივად და ხარისხიანად არის ევროპული. ჩვენი კულტურისთვის ევროპა მშობლიური სახლია. მხოლოდ ქართული პროგრამით შევდივართ ევროპის გახსნილ საზღვრებში," - აცხადებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
რუსთავი2-ის საახალწლო ეთერში თქვენ ბევრი სიურპრიზი გელით. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, რუსთავი2-ის მეგაშოუების გამარჯვებულები და მონაწილეები და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ.
ძირითადი ეპიცენტრი სამაუწყებლო კომპანიის შენობის ეზო იქნება მაგრამ საახალწლო ეთერში იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა წერტილიდან.
ავტორი: გვანცა სუთიძე