20 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
პირველად ისტორიაში ქართველმა ალპინისტებმა ჭაუხის რეგიონში, ზამთარში, მეხუთე კატეგორიის მარშრუტი დალაშქრეს

პირველად ზამთრის სეზონზე ქართველმა ალპინისტებმა ჭაუხში მდებაზე ჯავახიშვილის მწვერვალი დაიპყრეს, რომელიც კატეგორიების მიხედვით, მეხუთე სირთულისაა.  

მწვერვალზე ასვლა ალპინისტებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უწევდათ.  ოთხმა ალპინისტმა კედელზე 2 ღამე გაათენა, მწვერვალის ბოლომდე მისასვლელად კი მათ დამატებით 24 საათი დასჭირდათ. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ალპინიზმის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჭაუხის რაიონში, მდებარე  მწვერვალზე მეხუთე სირთულის ასვლა ალპინისტებმა ზამთარში შეძლეს. 

ალპინისთა შემადგენლობაში ცნობილი ქართველი ალპინისტები, - ბიძინა გუჯაბიძე, ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა და ზურაბ კვესტაძე, იყვნენ. 

საქართველოს გაერთიანებულ მთამსვლელთა ფედერაციის გუნდმა სხვა მნიშვნელოვან ექსპედიციებშიც მიიღეს მონაწილეობა. მათ 3-ჯერ განახორციელეს ურთულესი ასვლა უშბაზე მათ შორის ჩქაროსნული ასვლა სამხრეთ მწვერვალზე, რომელითაც გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა. 

 

 

 

 
 

 

 

დღის ამბები