20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სემეკი რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობს

სემეკი რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობს. საუბარია ენერგო-პრო-ჯორჯიას აბონენტებზე. 

როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი 2014-2017 წლამდეა განსაზღვრული, არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ტარიფის ყოველწლიური გადახედვა მოხდეს.

როგორც სემეკში ამბობენ, ტარიფი დადგენილია 2015 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, 2016 წლისთვის ტარიფის დადგენა უკვე დღეს უნდა მოხდეს.

სემეკში ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა, ტარიფის გადახედვა არ მოხდეს. თუმცა, მოხდება ყველა იმ წინადადების განხილვა, რომელიც კომისიაში ენერგო-პრო-ჯორჯიას მიერ არის  წარდგენილი.

კომპანია კი აცხადებს, რომ საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებს იმისათვის, რომ განახლება და მომავალი წლისთვის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის დროული და შესაბამისი მიწოდება მოახდინოს. 

დღის ამბები