08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
აბუ ომარ ალ შიშანის დაკავების ფაქტს აშშ-ის საელჩო არ ადასტურებს

აბურ ომარ ალ შიშანის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო არ ადასტურებს. ISIS-ის ქართველი მებრძოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საქართველოში მისი ოჯახის წევრებსაც. 

რუსული მედიის ინფორმაციით კი, ალ შიშანი ამერიკულმა სპეცრაზმა დააკავა, რასაც წინ ერაყში წარმატებული სპეცოპერაცია უძღვოდა, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი და ერაყელი სამხედროები იღებდნენ.  

რუსული მედიის ცნობით, ISIS-ის ქართველი მებრძოლი ერაყში კირკუკის პროვინციაში დააკავეს. ამავე ინფორმაციით, ალ შიშანთან ერთად ISIS-ის ორი საველე მეთაურიც არის დაკავებული

აღსანიშნავია, რომ ამერიკა ალ შიშანის ადგილმდებარეობის დასადგენად მზად იყო, 5 მილიონი დოლარი გადაეხადა.  

აბურ ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი წარმოშობით პანკისელია, ის წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა, შემდეგ ის იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა და ISIS-ის წევრი გახდა. 

 

 

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები