20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ენერგო-პრო-ჯორჯიას თანამშრომლებმა სემეკის შენობასთან აქცია გამართეს

ენერგო-პრო-ჯორჯიას თანამშრომლებმა სემეკის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. აქციის მონაწილეები ანაზღაურების სიმცირესაც აპროტესტებენ.

ისინი ენერგო-პრო-ჯორჯიას და სემეკის ხელმძღვანელობას მიმართავენ და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, კომპანიაში არსებობს შიდა რესურსები, რათა მათთვის სათანადო პირობების შექმნა მოხდეს.

სემეკი რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე ამ წუთებში მსჯელობს. საუბარია ენერგო-პრო-ჯორჯიას აბონენტებზე. 

დღის ამბები