08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
რუსეთი თურქეთის მისამართით სანქციების გაფართოვებას გეგმავს

მოსკოვი ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოვებას გეგმავს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის ვიცე–პრემიერმა გააკეთა.

არკადი დვორკოვიჩის თქმით, კრემლი თურქეთთან თანამშრომლობის სრულად გაწყვეტას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ადეკვატური საპასუხო ზომები არამეგობრულ ქმედებაზე.

კონკრეტულად რა სახის ახალ სანქციებს დაუწესებს მოსკოვი ანკარას, ჯერჯერობით უცნობია.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნოემბრის ბოლოს თურქული მოიერიშეების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო დაიძაბა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები