08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ რამადის ცენტრი რადიკალი მებრძოლებისგან მთლიანად გაათავისუფლეს

პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ისლამურ სახელმწიფოზე - ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ რამადის ცენტრი რადიკალი მებრძოლებისგან მთლიანად გაათავისუფლეს.

სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ადმინისტრაციულ შენობებზე, რომელშიც ისლამისტები იყვნენ გამაგრებული, ქალაქის გარეუბნებში კი შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

რამადი ბაღდადიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ის ისლამურმა სახელმწიფომ მაისში დაიკავა.

ქალაქზე კონტროლის აღდგენას ერაყის არმია, საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დახმარებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა. 

დღის ამბები