20 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა უგულავას გათავისუფლება პრეზიდენტს სთხოვა, თუმცა უარი მიიღო

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის შეწყალებას სთხოვს.

გიორგი მარგველაშვილის სახელზე მომზადებულ განცხადებას ხელს 57 ადამიანი აწერს. მათ შორის ხელოვანები, მწერლები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაბარებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი ერთმა მოსაზრებამ გააერთიანა, ყველას მიაჩნია, რომ გიგი უგულავას პატიმრობა უსამართლო და ქვეყნისთვის საზიანოა.

მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უგულავას მიმართ არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით, არამედ საერთაშირისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა. 

გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნას პრეზიდენტმა მიმართვის ჩაბარებიდან რამდენიმე სათში უპასუხა. გიორგი მარგველაშვილის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერთა პოზიცია მისთვის მნიშვნელოვანია, ასევე გასაგებია ემოცია, რომელიც მათ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ აქვთ, თუმცა ის საზოგადოების წევრთა ამ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს. 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები