გუდიაშვილის ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია ისევ განახლდა, რასაც სავარაუდოდ არასამთავრობო სექტორის ფართომაშტაბიანი პროტესტი მოჰყვება. თბილისის ჰამქარი ფართომასშტაბიან აქციებს გუდიაშვილის მოედნის გადარჩენისთვის აანონსებს.
პროტესტის მიუხედავად გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ვადები უკვე გაწერილია. ძველი უბნების აღდგენა თბილისის ბიუჯეტს 45 მილიონი ლარი დაუჯდება, აქედან თანხის ნაწილი იმ სახლების რეაბილიტაციაზე უნდა დაიხარჯოს რომელიც ისტორიულ მოედანზე მდებარეობს.
არასამთავრობოების პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებენ თბილისის განვითარების ფონდში. სწორედ ეს ორგანიზაციაა პასუხისმგებელი ქუჩის რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია სავარაუდოდ წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. სახლების სიძველის გამო კი შესაძლოა რამდენიმე შენობის იერსახის შეცვლა გარდაუვალი იყოს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი