პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება. პროერქტის პრეზენტაცია დედაქალქაის მერმა ცოტა ხნის წინ ამართა. იგეგმაბ ესტაკადის მშნელობოა.
თბილისის მერის განცხადებით პროექტის ფარგლებში შენარჩუნებული იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაქალაქარი. მერი ამბობს, რომ პროექტი ქალაქის იერსახეზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
"ორზოლიანი მოძრაობა აღდგება. მოძრაობა ერთიდაიგივე დონეზე იქნება, როგორც ქვემოდან ზემოთ ასევე ზემოდან ქვემოთ. ქალაის იერსახეზე ეს უარყოფით გავლენას არ იქონიებს. აღმოჩენილი გათხრები იქნება შენარჩუნებული. ვიზიტორებისთვის მოსახერხებელი და მიმზიდველი იქნება,"- აცხადებს დავით ნარმანია.
აღსანიშნავია, რომ ესტაკადის მშენებლობა თბილისის ბიუჯეტს 4 მილიონი დაუჯდება. აღნიშნული პროექტი თბილისში 2015 წელს უნდა განხორციელებულიყო.
ავტორი: ეკო მაღრაძე