02 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
თბილისში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმცია რუსთავი 2-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს. 

ჩვენი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სახანძრო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი საცხოვრებელი სახლის 20 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული და მეხანძრე მაშველებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს. 

რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია. 

ვიდეო ჩვენმა მომხმარებლებმა მოგვაწოდეს სოციალურ ქსელში.

დღის ამბები