08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ბელგიაში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

ბელგიაში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. რეიდები ლიეჟსა და ბრაბანტში ჩაატარეს. დაკავებულია ორი ადამიანი.

გამოძიების ცნობით, ისინი ახალი წლის დღეებში ბრიუსელში ხალხმრავალ ადგილებსა და პოლიციაზე თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების ბინებიდან სამხედრო ფორმები და კომპიუტერული ჩანაწერები წაიღეს.

ბელგიის პროკურატურაში განმარტავენ, რომ დაკავება პარიზის ტერატებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას არ უკავშირდება.

დღის ამბები