20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების მფლობელები კომპენსაციებს მიიღებენ

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების მფლობელთათვის კომპენსაციის წესი დღეს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა.

ყველა იმ ავტომობილის მესაკუთრე, რომელიც არ იყო დაზღვეული და რომლის ღირებულებაც 5 000 დოლარზე ნაკლებია, 100 %-იან კომპენსაციას მიიღებს, ასეთი კი 82 მანქანაა.

ხოლო უფრო მეტი ღირებულების ავტომობილების მფლობელებს 70% აუნაზღაურდება.

დოკუმენტის მიხედვით, მანქანები, რომლებიც არ განადგურებულა, მაგრამ დაზიანდა, 25%-იან კომპენსაციას მიიღებენ.

დოკუმენტს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

 

 

 

დღის ამბები