თბილისის ჰამქარი ბრძოლის მეორე ეტაპისთვის ემზადება. არასამთავრობო ორგანიზაცია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პარალელურად ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს. ისინი ისტორიულ მოედანზე მდებარე სახლების რეაბილიტაციას და კონსერვაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ჰამქარში აცხადებენ, რომ თბილისის განვითარების ფონდი რეაბილიტაციას დაწუნებული პროექტით გეგმავს.
თბილისის განვითარების ფონდში უარყოფენ, რომ რეაბილიტაცია ძველი პროექტის მიხედვით ხდება. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციას წერილობით მიმართავენ და პროექტის კორექტირებას ითხოვენ.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მონიტორინგს, არასამთავრობო სექტორის გარდა, საკრებულოს წევრებიც გეგმავენ.
თბილისის ბიუჯეტში ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციისთვის თანხები უკვე გათვალისწინებულია. 7 მილიონ ლარზე მეტი გუდიაშვილი მოედანზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის უნდა დაიხარჯოს. პროექტი დასრულებას 3 წელიწადში ვარაუდობენ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი