02 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
როგორი იქნება ახალი წლის ღამე თბილისში

კუბური წარმოშობის ესპანურენოვანი ახალგაზრდა მომღერალი Yanela Brooks 2016 წელს ქართველ მსმენელთან ერთდ ხვდება. საკუთრ ბენდთან და მოცეკვავეებთან ერთად Yanela Brooks სცენას 31 დეკემბერს ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში დაიკავებს.

ცეკვის და ბოშური მოტივების მოყვარულებს სრულიად განსხვავებული ჟანრის საახალწლო ღამის დაგეგმა ბოჰემაში შეუძლიათ. ბოშების ცნობილი ჯგუფი RadaNik ახალი წლის ღამეს თბილისში სპეციალური პროგრამით ჩამოდის.

ახალი წლის ღამეს თბილისის სტუმარი იქნება სოულის შემსრულებელი მომღერალი ამერიკიდან. BIG JOHN  დამახასიათებელი ენერგიული შემართებით და საახალწლო რეპერტუარით მსმენელს ელ ცენტრში შეხვდება.

ქართველი ფანქის მოყვარულებს ივენთ ჰოლში 31 დეკემბერს ელიან. ექსტრავაგანტული ახალგაზრდა ვარსკვლავი Nik West საახალწლო პროგრამას საკუთრ ბენდთან ერთდ ამზადებს.

 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები