პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ისევ აღდგება. უკვე რამდენიმე დღეა, ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობს.
გეგმის მიხედვით, ქუჩაზე ესტაკადა უნდა აშენდეს. რაც შეეხება გათხრების შედეგად აღმოძენილ ძველი ქალაქის ნაშთებს, მუზემუმი ღია ცის ქვეშ არსებული სახით შენარჩუნდება.
სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე მოძრაობის აღსადგენად 7 თვეში უნდა დასრულდეს. პროქტისთვის კი 4 მილიონი ლარია განსაზღვრული.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და ესტაკადა ქალაქის იერსახეზე ცუდად არ იმოქმედებს.
ავტორი: ეკო მაღრაძე