ე.წ. შეწყალების სკანდალი 2015 წლის ბოლოს აგორდა. თუმცა, წლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემად იქცა.
ალეკო ელისაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ბესელია და კობახიძე პატიმრების ბედით ვაჭრობდნენ. თუმცა, დადასტურებულად ამბობს, რომ დეპუტატებმა მისგან ნარკოკარტელის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ტოკშოუ არჩევანმა მოსახლეობას კითხვით მიმართა, მათ ვისი სჯერათ, ელისაშვილის თუ კობახიძე-ბესელიასი. გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ნდობას ალეკო ელისაშვილს
უცხადებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილი ნდობას ბესელია-კობახიძეს უცხადებს.