20 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
თბილისის ანძა წინასაახალწლოდ ახლებურად განათდა

თბილისის ანძა წინასაახალწლოდ ახლებურად განათდა. მის ანთებას თბილისის მერი ბავშვებთან ერთად საახალწლო ქალაქიდან ადევნებდა თვალს.

ანძაზე 200-მდე ახალი სანათი იტალიურმა კომპანიამ დაამოტანჟა, რაც თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს საახალწლო განწყობის შექმნაში დაეხმარება.

პარალელრუად, თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტები და სხვადასხვა სახის წარმოდგენები ვარდების მოედაზე მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე კი სცენა მონტაჟდება, სადაც 31 დეკემბრის ღამეს გალა კონცერტი ჩატარდება. 

 

დღის ამბები