08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ახალი წლის დადგომამდე, ნიუ იორკში Times Square-ზე ფერადი ქაღალდების წვიმა წამოვიდა

ახალი წლის დადგომამდე, ნიუ იორკში Times Square-ზე ფერადი ქაღალდების წვიმა წამოვიდა.

ეს ცერემონია, ოღონდ გაცილებით მასშტაბური სახის - 31 დეკემბრის ღამეს ექვს ტონიანი ბროლის ბურთის დაშვების განუყოფელი ნაწილია.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ორგანიზატორები ჩატარებული ცდით კმაყოფილი არიან. Times Square-ზე ახალი წლის ღამეს 900-ს კილოგრამზე მეტი ფერადი ფურცელი გადმოიყრება.

ნიუ იორკი დღესასწაულისთვის უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებსაც იღებს. ამისთვის ქალაქის ცენტრში 6 ათასამდე პოლიციის ოფიცერი იქნება მობილიზებული. 

 

დღის ამბები