საფეხბურთო სკოლა ოლიმპის მოედანზე ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სპორტკომპლექსის დამფუძნებლები, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები საფეხბურთო მოედნის დანგრევას აპროტესტებენ და ითხოვენ შეჩერდეს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც მოედნის ნაცვლად უნდა აშენდეს.