08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო ევროპა და შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო ევროპა და შეერთებული შტატები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. ბელგიაში ორი ეჭვიმიტანილის დაკავების შემდეგ დედაქალაქში დაცვა გააძლიერეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები ახალი წლის დღეებში ბრიუსელის ცენტრში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ქალაქის მთავარ მოედანზე და პოლიციის განყოფილებებთან.

ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს ლონდონშიც, ისინი სადღესასწაულო დღეებში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის გამო ქალაქის ცენტრში უსაფრთხოების დასაცავად 3 ათასი ოფიცერი იქნება მობილიზებული.

ახალ წელს გაძლიერებული დაცვით შეხვდებიან ნიუ იორკელებიც. 31 დეკემბრის ღამეს Times Square-ზე, სადაც მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან, 6 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული.

დღის ამბები