დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება - აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.
ისინი დაახლოებით ნახევარი საათია, რაც თბილსერვის ჯგუფის შენობაში შეხვედრაზე იმყოფებიან. ისნი ხვდებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრის სურვილი მათ თავად გამოთქვეს.
შეხვედრის დაწყებამდე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნები სამართლიანია.
„ეს ადმიანები მუშაობენ დილის 6 საათიდან გვიან ღამემდე, მუშაობენ ჭუჭყში, მტვერში, სიცოცხლისთვის მავნე პირობებში და აქვთ 4-ჯერ ნაკლები ხელფასი, ვიდრე რიმა ბერაძეს, რომელიც გაპრიალებულ კაბინეტში ზის. მათი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, ის მრავალმილიონიანი მოსაკრებლები, რომელსაც ჩვენ თბილისელები ვიხდით დასუფთავების სამსახურის შენახვაზე, უნდა დარჩეს დასუფთავების სამსახურს და მატ ხელფასებს მოხმარდეს და არა თბილისის მერიის ჩინოვნიკების იტალიაში და ესპანეთში მივლინებებს,“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ.