20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
დავით ნარმანიამ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროტესტზე პირველი კომენტარი გააკეთა

„არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც დისციპლინური გადაცდომის გამო შედარებით ნაკლები ჩაერიცხა. ეს სწორედ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს,“ – დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა.

დავით ნარმანია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ გადაიხედება.

„მათ აქვთ უფლება თავიანთი აზრი გამოხატონ, მაგრამ მეორეს მხრივ ვერ დავტოვებთ ქალაქს დაუსუფთავებელს, ამიტომ ჩანაცვლდებიან აუცილებელი წესით, რეზერვში არსებული თანამშრომლებით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები