20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
„სირცხვილია, როდესაც თბილისის მერმა უარი თქვა ამ ადამიანებისთვის ხელფასის გაზრდაზე," - ირაკლი აბესაძე

„სირცხვილია, როდესაც თბილისის მერმა უარი თქვა ამ ადამიანებისთვის ხელფასის გაზრდაზე, ხოლო თავის ჩინოვნიკებს მილიონით ლარი გაუზარდა,“ – დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტს საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

როგორც  ცნობილია, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ინციატივა, ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისიწინებული ყოფილიყო დასუფთავებისა და სხვა სამსახურების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა.  

„რაც შეეხება ამ ადამიანების მუქარას, სამსახურიდან გაშვების შესახებ, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის, შრომის კანონთა კოდექს, ასე რომ თბილისის მერი კარგი იქნება თუ კანონდარღვევის და უაზრო პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, რეალურად იზრუნებს მათთვის ხელფასების გაზრდაზე, და პრემიების მიცემაზე,“ - განაცხადა

 

 

დღის ამბები