დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა პროტესტი ხვალ გაგრძელდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
აქციაზე მისული პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა, პრემიების არასწორად განაწილების შესახებ საუბრობს და დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლების ინტერესებს "სამართლიანს" უწოდებს.
„რიმა ბერაძემ რომ მიიღო 7 ათასი ლარი, ზედელაშვილის ბიძაშვილმა რომ მიიღო 12 ათასი ლარი, უგრეხელიძის შვილმა რომ მიიღო 22 ათასი ლარი და არც ერთი სამსახურში რომ არ ყოფილა, ამ ადამიანებმა ხომ შეიძლება თავისი კუთვნილი 300 ლარი მიიღონ წინასაახალწლოდ? ზოგს ლომბარდი აქვს გასასტუმრებელი, ზოგს ბანკი. ამ მინიმალურ მოთხოვნაზე არის საუბარი,“ - აცხადებს კახა კუკავა.
აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდასთან ერთად მეცამეტე ხელფასის დარიცხვასაც ითხოვენ და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.