08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ანკარაში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს

თურქმა სამართალდამცველებმა ანკარაში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც დედაქალაქში თავდასხმების მოწყობას საახალწლო ღონისძიებაზე აპირებდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან. მათ ჩხრეკისას ე.წ შაჰიდის ქამრები და ასაფეთქებლები აღმოაჩნდათ.

გამოძიების ვერსიით, არშემდგარი თვითმკვლელი ტერორისტები თავის აფეთქებას ანკარას ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, კიზილაის მოედანზე გეგმავდნენ, სადაც ახალი წლის შესახვედრად, ტრადიციულად, ათასობით ადამიანი იკრიბება.

თურქეთის დიდ ქალაქებში ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები