აჭარაში საახალწლო სამზადისია. 2016 წლის დადგომას ბათუმი განსაკუთრებულად ხვდება. სხვადსხვა კონცერტები ზღვისპირა ქალაქის მთავარ ქუჩებზე გაიმართება.
ბათუმის 15-დღიანი საახალწლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს უკვე გაწერილი აქვს.
ღონისძიებები კულმინაციას ახალი წლის ღამეს მიაღწევს. აჭარის მთავრობამ საერთო ჯამში ახალი წლის ღონისძიებებისათვის სხვადასხვა დეპარტამენტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
საახალწლო პროგრამას ამზადებს მაღალმთიანი კურორტიც. გოდერძის უღელტეხილი ღონისძიებებისთვის მზად არის.
აჭარაში საახალწლო ღონისძიებები შობისთვის დასრულდება.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი