02 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
საბურთალოზე სავაჭრო ცენტრთან კედელი ჩამოინგრა - დაზიანებულია 6 ავტომობილი

ცოტა ხნის წინ საბურთალოზე, გუდვილთან მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას არც მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მაშველები კედლის დემონტაჟს ახდენენ. 

 

 

 

დღის ამბები