დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაპირებების შეუსრულებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაარძელება თბილსერვისჯგუფის ხელმძღვანელებთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნები ხელფასის მომატებისა და მე-13 ხელფასის მიღების შესახებ, სავარაუდოდ, არ გადაიხედება.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წლის ბოლოს მე-13 ხელფასის დარიცხვას ადმინისტრაციის მხრიდან დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით ელოდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მათ ნაწილს, დისციპლინარული გადაცდომების გამო, ჯარიმები დაეკისრათ და თანხის მცირე რაოდენობა სწორედ ამის გამო მიიღეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საფუძველი, რომელიც ადმინისტრაციამ მათ დასასჯელად გამოიყენა, უსამართლოა. ხელმძღვანელების ნაწილი, კი რომლებიც ვითარებაში გარკვევას ადგილზე ცდილობდნენ, განსხვავებული შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ.
დედაქალაქის მერი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნების გადახედვას არ გეგმავს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ლევან კალანდია, თამარ შალოშვილი.