20 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
საქართველო ახალი წლის შესახვედრად ემზადება

რამდენიმე საათში საქართველოში ახალი 2016 წელი დადგება. თავისუფლების მოედანზე სცენის მონტაჟი დასრულებულია. სწორედ აქ გაიმართება გალაკონცერტი, რომელიც ღამის 11 საათზე დაიწყება.

საახალწლო ღონისძიებაში 200-მდე მონაწილეა ჩართული. მათ გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს. კონცერტი 3 ნაწილისგან შედგება, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ჟანრის მუსიკა.

ახალი წლის ღამეს სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ორი საშობაო კომპოზიცია შესრულდება.

პარალელურად, სადღესასწაულო ღონისძიებები ვარდების მოედანზე გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები