თბილისთან ერთად, საახალწლო ზეიმისთვის ბათუმი და ქუთაისიც ემზადება. ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი უკვე აჭარაში იმყოფება.
მუსიკოსმა სახელმწიფო ორკესტრთან და ორი გრემის მფლობელ ჯგუფთან ერთად საახალწლო კონცერტისთვის რეპეტიცია გაიარა. ფაიდმანი კონცერტს ევროპის მოედანზე ღამის 10 საათზე გამართავს.
გალა კონცერტი ქუთაისშიც ჩატარდება, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დადგმულ სცენაზე მოწვეული სტუმრები გამოვლენ. ქუთაისში დღეს თოვლის ბაბუას ჩასვლასაც ელოდებიან.