20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მერიის დაქვემდებარებული კომპანიის მუშების აქცია - ისინი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ

პირობის შესრულებას და კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ მერიის დაქვემდებარებული კომპანიისგან ძამა მუშები.

50-მდე ადამიანმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მეტროსადგურ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარს აგებდა, აქცია გამართეს. ისინი კომპანიის ოფისთან შეირკიბდნენ.

მათი თქმით, დაპირების მიუხედავად მათ თანხა ამ დრომდე არ დაურიცხავთ. ახალი წლის დღეებში უხელფასოდ დარჩენილები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება აქციები გაგრძელდება. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.  

დღის ამბები