20 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

2015 წელი მსოფლიოსთვის ტერორიზმის საფრთხით დაიწყო. მე ვარ შარლი - ამ ფრაზის ირგვლივ მთელი მსოფლიო გაერთიანდა. პარიზში 13 ნოემბერს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა.

მსოფლიოს ახალ ამბებში საქართველო 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის გამო მოხვდა, დაღუპულია 20 ადამიანი, დაკარგულია - 2.

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში წინა საპატიმრო ვადებთან დაკავშირებით საქმე მოიგო და პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით.

ქიბარ ხალვაშმა აგვისტოში რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ, დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საკონსტიტუციო სასამართლომ კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა. რამდენიმე დღეში საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტს უფლებამოსილება შეუჩერა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმაც შეაჩერა.

ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი - გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს, მიზეზი კი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა, გადაწყვეტილება პრეზიდენტმაც გააკრიტიკა.

გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას უახლოეს შვიდ თვეში შეძლებენ.

2015 წელი ლარის გაუფასურებისა და ენერგოტარიფის მატების წელი იყო.

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა.

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შემდეგ რაგბის კაშირის არჩევნებიც სკანდალურად გაგრძელდა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები