არასამთავრობო ორგანიზაციები 2015 წლის მთავარი მოვლენების შეფასებისას სასამართლო სისტემასა და რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოყოფენ.
აქცენტი კეთდება უკანონო მოსმენებზეც. მთავარ მიღწევად სამოქალაქო სექტორიც ვიზალიბერალიზაციას მიიჩნევს. ყურადღება შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეც მახვილდება.
არასამთავრობოები პროკურატურის რეფორმის დადებით მხარეებზეც საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის.