საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.