08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ახალი წელი უკვე დადგა

მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა. ამ წუთებში 2016 წელს ახალ ზელანდიელები ეგებებიან. ოქლენდში ტრანდიოზული ფეერვერკი იმართება. სანახაობის ეპიცენტრი 282 მეტრის სიმაღლის "სკაი ტაუერია", საიდანაც პიროტექნიკა გაუშვეს. ფეერვერკს მოყვება ლაზერული შოუ, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება. 

ზუსტად ორ საათში 2016 წელი ავსტრალიაში დადგება. მთავარი საზეიმო ღონისძიება სიდნეიში გაიმართება, სადაც ასევე გრანდიოზული ფეერვერკი მოეწყობა. პიროტექნიკა უკვე დაამონტაჟეს სიდნეის ოპერის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიდნეის ყურის თაღოვან ხიდებზე.

ავსტრალიის შემდეგ ახალ წელს იაპონელები შეხვდებიან. 2016 წლის დადგომას
ტრადიციულად ტაძრებში ზარების რეკვით აღნიშნავენ.

31 დეკემბერს სალოცავებში უამრავი ადამიანი მიდის და ლოცულობს, რომ დამდეგი წელი მათი ოჯახებისთვის ბედნიერი და იღბლიანი იყოს.

დღის ამბები