20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ არავინ შეგვიშალოს ხელი ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში" - დავით ნარმანია

დავით ნარმანია თბილსის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საპროტერსო აქციას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი მოთხოვნები არ გადაიხედება და იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათი ჩანაცვლება მოხდება.

"მნიშვნელოვანია, რომ არავინ შეგვიშალოს ხელი ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში. როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებთ," - განმარტა დავით ნარმანიამ. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი უკვე მეორე დღეა გაფიცულია. ისინი კვლავ ხელფასების მომატებას და მეცამეტე ხელფასის დარიცხვას ითხოვენ.

დღის ამბები