20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა

მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილში ახალი წელი უკვე დადგა. საახალწლო ზეიმი  ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში უკვე გაიმართა.  

ავსტრალიაში ზეიმის ეპიცენტრი ტრაციციულად სიდნეი იყო. ქალაქის ცა 12 წუთის განმავლობაში ფეერვერკმა გაანათა. საახალწლო სანახაობას ადგილზე 1 მილიონ 600 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს.

თუ დადასტურდა, რომ ფეერვერკის მაყურებელთა რიცხვი 2 მილიონამდე იყო, სიდნეის რეკორდსმენი ქალაქის ტიტულს მიანიჭებენ.

ახალი წლის დადგომა პირველებმა ახალმა ზელანდიელებმა იზეიმეს. ოქლენდში ტრანდიოზული ფეერვერკი იმართება. სანახაობის ეპიცენტრი 282 მეტრის სიმაღლის "სკაი ტაუერია", საიდანაც პიროტექნიკა გაუშვეს. ფეერვერკს მოყვება ლაზერული შოუ, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება.

 

დღის ამბები