20 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
დიდთოვლობამ ბათუმელებს პრობლემები შეუქმნა

ბათუმში დილიდან თოვს. თოვლის საფარი უკვე 15 სანტიმეტრს აღწევს, რამაც ბათუმელებს პრობლემები შეუქმნა.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან განათების ბოძი ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ევროპის მოედანზე მოწყობილი საახალწლო კონცერტის სცენა თოვლმა დააზიანა. ჩამონგრეულია სცენის სახურავის ნაწილი, რის გამოც ტექნიკურმა სამსახურმა აპარატურა აალაგა და წინასაკონცერტო რეპეტიცია ჩაიშალა.

ამ წუთებში ქალაქში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები