ევროპა ახალ წელს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებით ხვდება.
ბრიუსელში დღეს პარიზის ტერაქტებთან კავშირში რიგით მეათე ეჭვმიტანილი დააკავეს.
22 წლის ახალგაზრდა მოლენბეკის რაიონში, საკუთარ სახლში აიყვანეს. მას 10 მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მათ მონაცემებს სპეციალისტები ამოწმებენ.
ტერაქტების საფრთხის გამო ბრიუსელში 2007 წლის შემდეგ პირველად საახალწლო ფოიერვერკი გააუქმეს.
უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს პარიზშიც. ქალაქში 11 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული. 13 ნოემბრის ტერაქტების გამო ქალაქში გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები აღარ დაგეგმეს. გააუქმეს ფოიერვერკიც და ტრიუმფალურ თაღზე მხოლოდ რამდენიმეწუთიანი ლაზერული შოუ გაიმართება.